დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.წარვადგინე ჩემი პროექტი,მეგობრებისგან მივიღე რჩევები.ჩემი პროექტის დასახვეწად და გადასახედად მომეცა გარკვეული დრო,რათა გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი.ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.
ამ ცხრა მეცადინეობის განმავლობაში დავხვეწე მუშაობა "power point" ში.ვისწავლე პროექტების მომზადება ტექნოლოგიების გამოყენებით,ასევე დავინახე რაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული პროექტზე მუშაობის პროცესში,რათა სასურველი შედეგი მივიღოთ.
გამომდინარე იქიდან,რომ საკმაოდ ვრცელი მასალაა ასათვისებელი სასურველია მოცემულ დროს დაემატოს გარკვეული საათები,რადგან დავალებების შესრულება აქვე იყოს შესაძლებელი.
Saturday, October 15, 2016
Sunday, October 2, 2016
დღე-8
დღეს ვიმუშავეთ მეთოდზე-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.დღევანდელმა ტრენინგმა მაჩვენა თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგიებით ფასილიტაცია მოსწავლეებს. როგორ მივაღწიო წარმატებას ტექნოლოგიის გამოყენებით,რაც მოსწავლეებს დაეხმარება უფრო ორგანიზებულად და ნაყოფიერად შეასრულონ შემდეგი დავალებები.
Saturday, October 1, 2016
დღე 7
დღეს ვიმუშავეთ მოდელი 5 და 6. შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.ვიმუშავეთ შეფასებაზე,რაც ერთ-ერთი რთული ნაბიჯია.ვიმუშავეთ თუ როგორ შევიმუშავოთ მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმები.გავამახვილეთ ყურადღება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობაზე.
Sunday, September 25, 2016
დღე-6
დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლის როლში.
მოსწავლის ხედვამ დამანახა,რომ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად შეიძლება პროექტის მომზადება.
ვიმუშავეთ სურათების,ვიდეოების,ნახატების,ანიმაციების გადმოტანა,ჩასმა და განთავსებაში.
Saturday, September 24, 2016
დღე-5
დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მესამე მოდულზე. ამ მოდულზე მუშაობის შემდეგ გავიგე, რომ ინტერნეტში არსებული მასალის მითვისება კანონდარღვევაა. მართალია ინტერნეტს აქტიურად ვიყენებდი სასწავლო პროცესში, მაგრამ დღვანდელმა დღემ დამანახა რამდენად ეფექტურად შეიძლება ინტერნეტსაშუალების გამოყენება, მისი გამოყენების დროს საჭიროა ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვა.
Tuesday, September 13, 2016
დღე-4
დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ კითხვის დასმის მეთოდებზე და გავიგე,რომ სწორად კითხვის დასმა ერთერთი მთავარი ფაქტორია პროექტზე მუშაობისას.ასევე ვისწავლეთ როგორ დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
გავიარეთ შეფასების მეთოდები და გავიგე თუ რომელი მეთოდები დამეხმარება საწყის ეტაპზე,პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.
გავიარეთ შეფასების მეთოდები და გავიგე თუ რომელი მეთოდები დამეხმარება საწყის ეტაპზე,პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.
Monday, September 12, 2016
დღე-3
დღევანდელმა მუშაობამ ნელ-ნელა დაკარგა ბუნდოვანება და უფრო ნათელი გახადა "პროექტებით სწავლების" მეთოდი.პროექტის შინაარსი ავტვირთეთ ბლოგზე სადაც ნაცვენებია ეროვნული გეგმის მიხედვით შემუშავებული სტანდარტები,21-ე საუკუნის მოთხოვნები და მეტი გამოცდილება შევიძინე კომპიუტერთან მუშაობის.
Friday, September 9, 2016
დღე-2
დღევანდელმა დღემ დამანახა,რომ პროექტები რომლებსაც აქამდე ვამზადებდი არ იყო ბოლომდე გამართული. დღეს სხვა კუთხით შევხედე პროექტებით სწავლებას და უფრო ნათელი გახადა თუ რა უნარ-ჩვევებს ავითარებს და რა მიმართლებით აჯობებს მუშაობა სამომავლოდ, მოსწავლეებისათვის სწორი მიმართულების მისაცემად და პროექტების მიზანმიმართულად წარმოსადგენად.
Subscribe to:
Posts (Atom)