Sunday, September 25, 2016

დღე-6

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლის როლში.
მოსწავლის  ხედვამ დამანახა,რომ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით უფრო საინტერესოდ და მრავალფეროვნად შეიძლება პროექტის მომზადება.
ვიმუშავეთ სურათების,ვიდეოების,ნახატების,ანიმაციების გადმოტანა,ჩასმა და განთავსებაში.

Saturday, September 24, 2016

დღე-5

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ მესამე მოდულზე. ამ მოდულზე მუშაობის შემდეგ გავიგე, რომ ინტერნეტში არსებული მასალის მითვისება კანონდარღვევაა. მართალია ინტერნეტს აქტიურად ვიყენებდი სასწავლო პროცესში, მაგრამ დღვანდელმა დღემ დამანახა რამდენად ეფექტურად შეიძლება ინტერნეტსაშუალების გამოყენება, მისი გამოყენების დროს საჭიროა ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვა.

Tuesday, September 13, 2016

დღე-4

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ  კითხვის  დასმის მეთოდებზე და გავიგე,რომ სწორად კითხვის დასმა ერთერთი მთავარი ფაქტორია პროექტზე მუშაობისას.ასევე ვისწავლეთ როგორ დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
გავიარეთ შეფასების მეთოდები და გავიგე თუ რომელი მეთოდები დამეხმარება საწყის ეტაპზე,პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ.

Monday, September 12, 2016

დღე-3

დღევანდელმა მუშაობამ ნელ-ნელა დაკარგა ბუნდოვანება და უფრო ნათელი გახადა "პროექტებით სწავლების" მეთოდი.პროექტის შინაარსი ავტვირთეთ ბლოგზე სადაც ნაცვენებია ეროვნული გეგმის მიხედვით შემუშავებული სტანდარტები,21-ე საუკუნის მოთხოვნები და მეტი გამოცდილება შევიძინე კომპიუტერთან მუშაობის.

Friday, September 9, 2016

დღე-2

დღევანდელმა დღემ დამანახა,რომ პროექტები რომლებსაც აქამდე ვამზადებდი არ იყო ბოლომდე გამართული. დღეს სხვა კუთხით შევხედე პროექტებით სწავლებას და უფრო ნათელი გახადა თუ რა უნარ-ჩვევებს ავითარებს და რა მიმართლებით აჯობებს მუშაობა სამომავლოდ, მოსწავლეებისათვის სწორი მიმართულების მისაცემად და პროექტების მიზანმიმართულად წარმოსადგენად.