Saturday, October 15, 2016

დღე-9

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.წარვადგინე ჩემი პროექტი,მეგობრებისგან მივიღე რჩევები.ჩემი პროექტის დასახვეწად და გადასახედად მომეცა გარკვეული დრო,რათა გავაუმჯობესო ჩემი ნამუშევარი.ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.
    ამ ცხრა მეცადინეობის განმავლობაში დავხვეწე მუშაობა "power point" ში.ვისწავლე პროექტების მომზადება ტექნოლოგიების გამოყენებით,ასევე დავინახე რაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული პროექტზე მუშაობის პროცესში,რათა სასურველი შედეგი მივიღოთ.
  გამომდინარე იქიდან,რომ საკმაოდ ვრცელი მასალაა ასათვისებელი სასურველია მოცემულ დროს დაემატოს გარკვეული საათები,რადგან დავალებების შესრულება აქვე იყოს შესაძლებელი.

Sunday, October 2, 2016

დღე-8

დღეს ვიმუშავეთ მეთოდზე-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.დღევანდელმა ტრენინგმა მაჩვენა თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგიებით ფასილიტაცია მოსწავლეებს. როგორ მივაღწიო წარმატებას ტექნოლოგიის გამოყენებით,რაც მოსწავლეებს დაეხმარება უფრო ორგანიზებულად და ნაყოფიერად შეასრულონ შემდეგი დავალებები.

Saturday, October 1, 2016

დღე 7

დღეს ვიმუშავეთ მოდელი 5 და 6. შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.ვიმუშავეთ შეფასებაზე,რაც ერთ-ერთი რთული ნაბიჯია.ვიმუშავეთ თუ როგორ შევიმუშავოთ მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმები.გავამახვილეთ ყურადღება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობაზე.